არის თუ არა საქართველოში „ზიკას“ გავრცელების საშიშროება – რა რჩევებს გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც პაატა იმნაძემ „კვირას“ განუცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, – საქართველოში „ზიკას“ ვირუსის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით, ძველია.13266016_1145298202159338_8606657488595827673_n
მისივე თქმით, საქართველოში „ზიკას“ ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებია, “ვინაიდან სამხრეთ ამერიკაში საქართველოს მოსახლეობა მასობრივად არ დადის”.
„ძალიან ძველი განცხადებაა, კარგად ვიცნობთ. რაც შეეხება საფრთხეს, საქართველოსთვის, ამ შემთხვევაში, საფრთხე მინიმალურია, ვინაიდან სამხრეთ ამერიკაში საქართველოს მოსახლეობა მასობრივად არ დადის. სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოში და მთელ შავიზღვისპირეთში უკვე მეორე წელია, ტარდება“, – განუცხადა “კვირას“ იმნაძემ.
რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ პრევენციის მიზნით, “უნდა მოვერიდოთ ბრაზილიაში მოგზაურობას, თუ ძალიან აუცილებელი საქმე არ გვაქვს და თუ წავალთ, უნდა წავისვათ წამალი, რომ კოღო არ მოგვეკაროს. ასევე უნდა მოვერიდოთ კოღოს გასამრავლებელი ადგილების შექმნას, მაგალითად, როგორიც არის წყლით სავსე ჭურჭელი ეზოში და ა.შ”, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.
„კვირა“ დაინტერესდა, საქართველოს რამდენმა მოქალაქემ იმოგზაურა ერთი წლის განმავლობაში ბრაზილიაში, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში, სადაც „ზიკას“ ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს და შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს წერილობით მიმართა.
აღმოჩნდა, რომ შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ ამუშავებს. თუმცა შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მოგვაწოდა სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი 2015-2016 წლებში ბრაზილიიდან, სამხრეთ ამერიკიდან და აფრიკის ქვეყნებიდან. 13255975_1145298125492679_3031364184602795962_n
სტატიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს საზღვარი 2015 წელს
ბარაზილიის 1036-მა მოქალაქემ გადმოკვეთა; სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან – 2195-მა; აფრიკის ქვეყნებიდან – 4409-მა. 2016 წელს, მხოლოდ იანვარში, საქართველოში ბრაზილიიდან – 43 მოქალაქე შემოვიდა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან – 101; აფრიკის ქვეყნებიდან – 343.
როგორც პაატა იმნაძემ „კვირას“ განუცხადა, საქართველოში „ზიკას“ ვირუსის გადამტანი კოღო ორჯერ დაფიქსირდა.
„შარშანწინ, პირველად, ბათუმის შემოგარენში, საბურავების ერთ-ერთ საწყობში ამ სახეობის – Aedes-ის ტიპის კოღო აღმოჩნდა. შარშან უკვე ზუგდიდის შემოგარენში იყო ასევე საბურავების საწყობში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ზაფხულში „ზიკას“ ვირუსი შესაძლოა, ევროპაში გავრცელდეს. ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს საქართველოს და რუსეთის შავიზღვისპირა რეგიონებში, ასევე კუნძულ მადეირაზე.13164488_1145297855492706_2018890965274970423_n
იმ ქვეყნებს შორის, სადაც სპეციალისტები ვირუსის გავრცელების საშიშროების დონეს ზომიერად აფასებენ, არიან საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი.ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ რეგიონებში ბინადრობს კოღოს ის სახეობა, რომელსაც „ზიკას“ ვირუსი გადააქვს.
კოღო ლათინური სახელწოდებით Aedes Aegypti 50-ზე მეტ ქვეყანაში აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც გასულ წელს „ზიკას“ ვირუსი ბრაზილიაში დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს, კოღოების გავრცელების ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარონ და მოსახლეობა, განსაკუთრებით ორსული ქალები, დაავადების ნეგატიური შედეგების შესახებ გააფრთხილონ.
13255967_1145297715492720_8960451790355097225_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები