მიხეილ გიორგაძე პროექტის – „მრავალფეროვანი საქართველოს“ მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დღეს მარნეულიდან პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ მონაწილე ნიჭიერ ხელოვანებს უმასპინძლებს. ახალგაზრდები ასევე ესტუმრებიან მუზეუმებს, თეატრებსა და სასწავლო დაწესებულებებს და ადგილზე დაესწრებიან კულტურულ ღონისძიებებს.
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ 23 აპრილიდან – 17 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, უკვე მეორედ ხორციელდება.
“პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობას, ახალგაზრდების ინფორმირებულობის და სახელოვნებო განათლების დონის ამაღლებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი ითვალისწინებს კულტურული ღონისძიებების გამართვას როგორც მარნეულში, ასევე ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბოლნისში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები