მუზეუმების საერთაშორისო კვირეული იწყება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, რომელიც 1977 წლიდან საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება ყოველწლიურად 18 მაისს აღნიშნავს, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში 21 მაისს მრავალფეროვან ღონისძიებებს წარმოადგენს.
21 მაისის პროგრამა ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში: 10:00, 11:00, 12:00 – უფასო ტურები მუზეუმში;
15:00 – 17:00 საბავშვო გასართობი პროგრამები ეზოში: „ჩემი ოქრო ჩემთან“, „ვისი სული გსურს“, „ლახტი“.
17:00-18:30 ქართული ხალხური ანსამბლ „ფერხისას“ მუსიკალური ვორქშოპი – „ნანინა“ (აჭარული), „მაღლა მთა“ (რაჭული), „სათამაშო“ (თიანური);
18:30-19:30 მუშტაიდისა და მისი ბაღის ისტორია „სინამდვილე და ლეგენდები“ – მომხსენებელი მარინა ალექსიძე, აღმოსავლეთმცოდნე; 21:00 -22:00 მუსიკალურ-კოსტუმირებული პროგრამა:
„გაცოცხლებული მუშტაიდის სასახლე“ , პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის“ უმცროსკლასელთა ორკესტრი ირინა ოდიშარიას ხელმძღვანელობით და ბავშვთა მგალობელ-მომღერალთა ფოლკლორული გუნდი “ფერხისა” ნათია დათუაშვილის ხელმძღვანელობით.
23:00 – 01:00 შონ ლევის სათავგადასავლო- საბავშვო, ფილმი „ღამე მუზეუმში“(ფილმის ჩვენება); 21 მაისს „მოდი ღამე მუზეუმში“! დასწრება თავისუფალია.
13233384_1301966496498622_781762104_n
13250461_1301966486498623_1039432509_n
13245890_1301966489831956_258350691_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები