პირველად ქართულ სცენაზე, ხრისტო ბოიჩევის პიესის – „პოლკოვნიკი-ჩიტის“ პრემიერა გაიმართება

მოზარდმაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, 20 და 21 მაისს, 20 :00 საათზე, პრემიერაა. საერთაშორისო ბრიტანული საბჭოს 1997 წელს გამარჯვებულ და 40-ზე მეტ ქვეყანაში დადგმულ პიესას რეჟისორი თამაზ იმნაძე დგამს.
ტრაგიკომიკულ სპექტაკლში „პოლკოვნიკი და ჩიტები“ მოქმედება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ბოსნიასა და სერბეთს შორის, უკაცრიელ ადგილას მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვითარდება, რომელიც უწინ მონასტერს წარმოადგენდა.
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სიტუაცია მას შემდეგ იცვლება, რაც გაეროს მიერ სერბებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება შემთხვევით მონასტრის ეზოში აღმოჩნდება.
მონასტერი ყაზარმად გადაიქცევა, ხოლო პაციენტები – სამხედროებად. სმენა დაქვეითებული ხაჩო, პატარის სინდრომით შეპყრობილი მატეი, მსუბუქი ყოფაქცევის პეპა, კლეპტომანი კირო, იმპოტენტი ბოშა დევუდი, პოლკოვნიკ ფეტისოვის გარშემო ერთიანდებიან და ექიმთან ერთად, გრანდიოზული სიგიჟეებით გაჯერებულ თამაშში ერთვებიან. ნატო და ევროკავშირი მათი სამიზნე ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები