სააკაშვილის რეჟიმის კუდ-ის მაღალჩინოსანი: ვიდრე ცოცხალი ვარ, გევედრებით, დამკითხეთ!

„ვიდრე ცოცხალი ვარ, გევედრებით, დამკითხეთ“, – აცხადებს უშიშროების ყოფილი ჩინოვნიკი ზაურ ახალაია და მზად არის დათა ახალიას წინააღმდეგ მოქმედ სამართალდაცავებს ჩვენება მისცეს.
როგორც ზაურ ახალაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, 2006 წლის სექტემბერში, „შეთქმულების“ ბრალდებით დაკავებული 12 პირი, სრულიად უდანაშაულოდ დააკავეს.
მისივე თქმით, „შეთქმულების“ ბრალდებით დაკავებული 12 პირის მიმართ „მტკიცებულებები“ შეთითხნეს.
როგორც ახალაია გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, იგი 2005-2006 წლებში შსს კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მისივე ინფორმაციით, მას ამ თანამდებობაზე ყოფნისას ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პარტიების წინააღმდეგ ოპერატიული მუშაობა ევალებოდა. კერძოდ, აქტივისტების დისკრედიტაცია, შანტაჟი, პარტიების სტრუქტურებში აგენტურის ჩანერგვა, უკანონო მოსმენები და ტექნიკური ღონისძიებების გატარება.
„2006 წელს მე უშუალოდ ვმონაწილეობდი კოალიცია „ანტისოროსის“ ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვასა და გამხორციელებაში, რის შედეგადაც დაკავებულ იქნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები: მაია ნიკოლეიშვილი, მაია თოფურია, რამაზ სამნიძე, თემურ ჟორჟოლიანი, ზაზა დავითაია და სხვები. აჭარისა და იმერეთის კუდ-ის თანამშრომლებმა დაგეგმეს და განახორციელეს თბილისში მიტინგზე მიმავალი „ანტისოროსის“ ლიდერებისა და მათი მომხრეების ძარცვის ინსცენირება. კუდ-ის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსმა კონსტანტინე არჩაიამ მიმავლინა აჭარის კუდ-ის უფროსთან თეიმურაზ პატარიძესთან, რომელმაც უშუალოდ განმიცხადა, რომ საჭირო იყო დედაქალაქში მიტინგზე მიმავალი „ანტისოროსის“ ლიდერების ნებისმიერი სასუალებით შეჩერება!
როგორც მან მითხრა, განკარგულება მოდიოდა ვაჟა ლელუაშვილისგან, ხოლო დათა ახალია, რომელიც გვირგვლიანის სიკვდილის გამო კუდ-ში ოფიციალურად აღარ მუშაობდა, არაოფიციალურად მაინც აკონტროლებდა ხელმძღვანელობის საქმიანობას და პატარიძესთან ჩემი საუბრის დროს მას ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა“, – აცხადებს ზაურ ახალაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამასთანავე, ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი მაღალჩინოსანი იხსენებს, თუ როგორ უზიანებდნენ „ანტისოროსის“ მხარდამჭერებს ავტომობილების საბურავებს, რომლებიც რაიონიდან თბილისში აქციაზე მოდიოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები