პერსონალური გამოფენა „კორიდა“ გაიმართება

19 მაისს, 19:00 საათზე, ART გალერეა სალონი SILK-ი სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტის ნინო მიქაბერიძის პერსონალურ გამოფენას „კორიდას“ უმასპინძლებს. ახალგაზრდა მხატვარს მიაჩნია, რომ სანახაობა სისხლის ფასად არ უნდა ეწყობოდეს და ადამიანის სიამოვნებას ცხოველები არ უნდა ეწირებოდნენ… ნახატების სერია სწორედ ცხოველთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა და გალერეაში გამოფენილი 60-მდე ნამუშევარი უსისხლო კორიდას ასახავს. გამოფენა „კორიდა“ ART გალერეა სალონ SILK-ში ორი დღის განმავლობაში დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები