ილია მეორე: დეფიციტია სიყვარულისა და ოჯახმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა

მართლაც, დეფიციტია სიყვარულისა და ოჯახმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”როგორც ამბობს ერთ-ერთი ინდური ლექსი – დაცარიელდა სიყვარულის დარბაზი. მართლაც, დეფიციტია სიყვარულისა და ოჯახმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. ოჯახი არის ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტი და ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის არსებობისა, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და სიმტკიცისა. ოჯახი ეს არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა, ეს არის კანონიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის და ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. ეს არ უნდა დაკარგოს კაცობრიობამ”, – ბრძანა უწმინდესმა.
მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები