ისრაელმა თეირანთან ახლოს, რაკეტების საწარმოო ქარხანაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა, რაკეტების საწარმოო ქარხანაზე, რომელიც ირანის დედაქალაქის მახლობლად მდებარეობს, იერიში მიიტანა.

ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება.

ამასთან, ისრაელმა დაბომბა ერთ-ერთი უნივერსიტეტი თეირანის აღმოსავლეთ გარეუბანში, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან არის დაკავშირებული.

ირანმა კი ისრაელის მიმართულებით ღამის განმავლობაში Fattah-1 ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტა გაუშვა – ინფორმაციას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები