ირაკლი ქადაგიშვილი 2009 წლის 15 ივნისის მოვლენებზე: ეს იყო პირდაპირი თავდასხმა აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე

[„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების] მიზანი იყო არა აქციის მართვა, აქციის კანონიერი ჩარჩოებიდან გასვლის შემდეგ რეაგირება, არამედ აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციის სასტიკი წესით დარბევა,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„სწორედ [2009 წლის] 15 ივნისის მოვლენები იყო პირდაპირი თავდასხმა აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, თან არა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებზე. მათი [„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების] მიზანი იყო არა აქციის მართვა, აქციის კანონიერი ჩარჩოებიდან გასვლის შემდეგ რეაგირება, აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციის სასტიკი წესით დარბევა. ეს მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, საგამოძიებო კომისიის სხდომის ფარგლებში 2009 წლის 15 ივნისის, ასევე, 2011 წელს ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტები განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები