ლიზი ბუდაღაშვილის საავტორო კონცერტი გაიმართება

17 მაისს, 20 საათზე, კომპოზიტორთა სახლში ლიზი ბუდაღაშვილის საავტორო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე შესრულდება ლიზის მუსიკალური კომპოზიციები –– საფორტეპიანო პიესები, დუეტები ფორტეპიანოსა და ჩელოსთვის, ვიოლინოსთვის, ჰობოისთვის, ვოკალისთვის.
ლიზი ბუდაღაშვილი არის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლის ,,ნიჭიერთა ათწლედის ” კომპოზიციის მიმართულების მოსწავლეა. ირიცხება კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორის მაკა ვირსალაძის კლასში.
მუსიკოსისთვის ეს პირველი საავტორო კონცერტია.
ავტორთან ერთად ნაწარმოებებს შეასრულებენ: გიორგი შავთვალიშვილი /ფორტეპიანო/, ვახო ზაალიშვილი / ფორტეპიანო/, ელენე შავერზაშვილი /ფორტეპიანო/, თინათინ კობერიძე /ვიოლინო/, ელისო ბაბუაძე / ჩელო/, ცოტნე დარჯანია /ჰობოი/, ანა მჭედლიძე /ფორტეპიანო/, გაგა გულიაშვილი /ტენორი/, ოთარ შიშინაშვილი /ბარიტონი/, ნინო ასათიანი /მეცო–სოპრანო/, თეონა დალაქიშვილი /სოპრანო./
13228141_1299590016736270_429522542_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები