აშშ-ის საელჩოს ინიციატივით ეკოფილმების ფესტივალი ჩატარდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, საქართველოში ატარებს ეკოფილმების ფესტივალს.
ფესტივალის ფარგლებში იმართება მოკლემეტრაჟიანი გარემოსდაცვითი ფილმების კონკურსი.
კონკურსში მიიღება მოკლემეტრაჟიანი ფილმები საქართველოში ეკოტურიზმისა და ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობების შესახებ.
საკონკურსო ფილმში ნაჩვენები უნდა იყოს შემდეგი საკითხებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე: მდგრადი ტურიზმის მნიშვნელობა დაბინძურებული გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია, რომ შევინარჩუნოთ სუფთა და ლამაზი საქართველო საკონკურსო ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს და გადაღებული უნდა იყოს 2016 წელს.
ფილმის გადასაღებად შესაძლებელია მობილური ტელეფონის კამერის გამოყენებაც. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14 წლიდან ზევით ნებისმიერი პროფესიის ადამიანს. კონკურსის ბოლოს მოეწყობა ფილმების ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იქნება 10 საუკეთესო საკონკურსო ფილმი, ხოლო გამარჯვებული ფილმის ავტორი დაჯილდოვდება ვიდეოკამერით Canon VIXIA HF R700. კონკურსის ფარგლებში, ასევე გამოვლინდება 2 გამარჯვებული სკოლის მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდებიან ეკობანაკი „ეკოხედვას“ 1-კვირიანი საგზურით.
ფილმების მოწოდების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ივნისი. ტერმინი „ეკოტურიზმი” 1983 წელს დამკვიდრდა, რომელიც მექსიკელმა ეკოლოგმა ჰექტორ ცებალოს-ლასკურეინმა შემოიღო. ეკოტურიზმს იგი უწოდებდა მოგზაურობას „შედარებით ხელუხლებელ ან დაუბინძურებელ ბუნებრივ ტერიტორიებზე გარკვეული მიზნით, კერძოდ, განათლებისთვის, ბუნების პეიზაჟებით, მცენარეებითა და ველური ცხოველებით ტკბობისთვის, ასევე – ამ ტერიტორიების კულტურული თავისებურებების შესწავლისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები