დღეს ანსამბლ „სახიობას“ შემოქმედებითი საღამო გაიმართება

დღეს 18:00 საათზე ანსამბლ ”სახიობას“ შემოქმედებითი საღამო გაიმართება. დიდი საკონცერტო დარბაზის ფოიეში მოეწყობა ანსამბლ ”სახიობას“ კარიერის ამსახველი ფოტოგამოფენა, განახლებული ვებგვერდის და ახალი ალბომის პრეზენტაცია, რომელშიც შესულია 2012 წლის სოლო კონცერტის ვიდეო და 2015 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით განხორციელებული აუდიოჩანაწერი, ასევე, 10 წლის განმავლობაში გამოშვებული ალბომები გაიყიდება.
19:00 საათზე ღონისძიება ტრადიციული მუსიკის კონცერტით გაგრძელდება, რომელზეც ”სახიობა“ წარმოადგენს 10 წლის განმავლობაში შესწავლილ საუკეთესო სიმღერებს. კონცერტში აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს „სახიობას“ და მამადავითის ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრთა 7 ანსამბლი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწეობს. „სახიობა“ 2006 წელს დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები