KOLGA TBILISI PHOTO 2016

დღეს, 20:00 საათზე, საერთაშორისო ფოტოკვირეული KOLGA TBILISI PHOTO 2016 ფოტოკონკურსის წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით დაიწყება (მისამართი: კოსტავას ქ. 53, ლეხაინდრაო პროდაქშენ (ძველი აბრეშუმის ფაბრიკა).
ფოტოკვირეული 12 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს 15-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ, ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას, ვორკშოფებს და პორტფოლიოს განხილვებს.
საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” უკვე 15 წელია, რაც ყოველწლიურად წარმატებით მიმდინარეობს. წლევანდელ ფოტოკონკურსში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო. ხოლო, წლის საუკეთესო ფოტოები 15000 ფოტოდან შეირჩევა.
მონაწილეთა მრავალფეროვნებამ და ფოტოკონკურსის საერთაშორისო დონემ განაპირობა კონკურსში მიღებული ფოტოების მაღალი ხარისხი.
წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და უკვე მესამედ ნომინაცია: მობილური ფოტო, ქვენომინაციებით ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია.
წლევანდელი ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს და გამარჯვებულები 12 მაისს, “წლის საუკეთესო ფოტოების” ჩვენებაზე გამოცხადდებიან. ფოტოკონკურსი “ქოლგას” საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში და ეს თანხა ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს (ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია) გადაეცემათ სპეციალური პრიზი „თი-ბის-ი“ ბანკისგან – მობილური ტელეფონი Iphone 6.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები