მწერალ ლერი ალიმონაკის „დრო და დრამები“ გამოიცა

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა ლერი ალიმონაკის წიგნი „დრო და დრამები“.
წიგნში შესულია 1965-2015 წლებში გამოქვეყნებული წერილები და ესეები ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ტენდენციებზე. ამ წიგნის საშუალებით მკითხველი გააეცნობა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლიტერატურის (პროზა, პოეზია) ფორმისმიერი თუ ენობრივი ძიებების პარამეტრებსა და სიახლეებს; 1990-2000-იანი წლების საზოგადოებრივი ცხოვრების მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ ტენდენციებს; ამავე პერიოდში მოღვაწე ცნობილი ქართველი მწერლების შემოქმედებით პორტრეტებს. ეს გამოცემა ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურის მაგისტრალური გზების წარმოჩენას, დღევანდელ და მომავალ შემოქმედ თაობებს გაუღვივებს ინტერესს მშობლიური მწერლობისადმი, მისი კლასიკური თუ თანამედროვე ფორმირებისადმი, საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები