პრემიერ-მინისტრი ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრდევიდ ქემერონის ორგანიზებით იმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტებიდაესწრებიან.
გიორგი კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთს 11-13 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივან მაიკლ ფალონთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან, ასევე “ბრითიშ პეტროლიუმის” აღმასრულებელ დირექტორ ბობ დედლისთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა Chatham House-ში, ასევე, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრებს ბიზნესფორუმზე – Georgia Investor Day. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები