დიმიტრი ქუმსიშვილი სტარტაპების ხელშეწყობის საკითხში ამერიკელ ექსპერტს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სტარტაპების ხელშეწყობის საკითხში ამერიკელ ექსპერტს კრისტოფერ ფონგს შეხვდა, რომელიც ამ მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონსულტირებას ახორციელებს.
შეხვედრას ასევე დაესწრო აღნიშნული საააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
მისი თქმით, კრისტოფერ ფონგის ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ტექნოლოგიურმა პარკმა ეფექტურად უზრუნველყოს სტარტაპების ხელშეწყობა, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს სტარტაპებს, თუ როგორ გახდნენ კონკურენტუნარიანები.
ირაკლი ქაშიბაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სტარტაპების დაფინანსებას, ასევე საკონსულტაციო ელემენტებს და ინფრასტრუქტურასთან დაშვებას. კრისტოფერ ფონგს დიდი გამოცდილება როგორც სტარტაპების დაფინანსების, ასევე მათი განვითარების კუთხით. ის 2006 წლიდან იკავებდა აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციებს ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორიცაა, მაგალითად, Gooogle, Expedia, ის ასევე მენტორობდა წარმატებულ სტარტაპებს და დააარსა Xooglerpreneurs (Ex-Google Entrepreneurs Community).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები