მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიმართულება – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიმართულება – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ პრემიერ-მინისიტრი ქვეყნის საგარეო კურსში თავადაც არ არის დარწმუნებული.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ არჩევანს ასრულებს.
„ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიმართულება – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც არის საქართველოს უსაფრთხო, მშვიდი და სტაბილური განვითარების გარანტია. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობა ასრულებს ხალხის არჩევანს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები