გიორგი კახიანი: პარლამენტმა მუშაობა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს

საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს ის რეგულაციები განუმარტა, თუ როგორ უნდა იმუშაოს პარლამენტმა წინაასაარჩევნო პერიოდში.
მისი განმარტებით, რეგლამენტის მიხედვით პარლამენტმა მუშაობა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს, თუმცა რეგლამენტი იმის შესაძლებლობასაც იძლევა, რომ საკანონმდებლო ორგანოში სხდომები ისევ გაიმართოს.
,,რეგლამენტის მიხედვით, როდესაც გამოცხადდება არჩევნების თარიღი, ერთ თვით ადრე, როგორც წესი, პლენარული სხდომები არ ტარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ 8 სექტემბრის შემდგომ შესაძლებელია სხდომები არ ჩატარდეს. თუმცა, რეგლამენტის მიხედვით, თუკი არის საჭიროება სხდომების ჩატარების, ის ამის შესაძლებლობასაც იძლევა. სხვა რეჟიმში, სხდომების გარდა, ბუნებრივია, პარლამენტი აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას და ეს რეგულაცია და დათქმა ვრცელდება მხოლოდ პლენარულ სხდომებზე. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდის დაწყებას, ის პარლამენტის საქმიანობაზე რაიმე ზეგავლენას არ ახდენს. პარლამენტი ჩვეულებრივად გააგრძელებს საქმიანობას, იმ რეჟიმში როგორც დაგეგმილი ჰქონდა. ბუნებრივია, არ უავრყოფთ, რომ პარლამენტის წევრები და ჯგუფები მეტწილად გადაერთვებიან საარჩევნო თემატიკაზე, თუმცა რეგლამენტი არანაირად ხელს არ უნდა უშლიდეს საპარლამენტო საქმიანობას“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები