გიორგი კვირიკაშვილი: თანამშრომლობას დასავლეთთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ალტერნატივა არ აქვს

თანამშრომლობას დასავლეთთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ალტერნატივა არ აქვს და ეს არის ყველაზე მთავარი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ქართულ-ამერიკული წვრთნები საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ გარდამავალ პერიოდში განცხადებები, რომლებიც აცილებულია სტრატეგიულ ხაზს, ჩვეულებრივი მოვლენაა.
”თანამშრომლობას დასავლეთთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ალტერნატივა არ აქვს და ეს არის ყველაზე მთავარი. საქართველოში პოლიტიკური რეალობა შეიცვალა იმ კუთხით, რომ საქართველომ გაიარა მნიშვნელოვანი გარდამავალი პერიოდი. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად განმტკიცდა. რა თქმა უნდა, გაუმჯობესდა ეკონომიკური განვითარებაც, თუმცა, რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარება ფეხდაფეხ ვერ მიჰყვება დემოკრატიზაციის ხარისხს. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრულიად განსხვავებული წინასაარჩევნო გარემო და ამ გარდამავალ პერიოდში სხვადასხვა განცხადებები, რომლებიც გენერალურ, სტრატეგიულ ხაზს არის აცილებული, ჩვეულებრივი მოვლენაა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მთავარია, როგორი იქნება საქართველოს განვითარების ვექტორი. პრემიერი ამბობს, რომ ამ კუთხით საქართველოში შეკითხვები არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები