პრემიერი: გაიგოს ყველამ, რომ საქართველოს უსაფრთხოება გადის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე

გაიგოს ყველამ, რომ საქართველოს უსაფრთხოება გადის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, – ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის საერთაშორისო კურსი უცვლელია და არავითარი გადახვევა არ არსებობს.
„პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, მუდმივი ორგანიზმი არ არის, განახლებადია და ამ პროცესში ვიმყოფებით. ყველანაირი ვაი-ვიში, რაც არის ატეხილი, არის აბსოლუტურად უადგილო და ემსახურება მხოლოდ საკუთარი თავის დამკვიდრებას. ამიტომ მე მოვუწოდებდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს აბსოლუტურად უაზრო ვაი-ვიში ატეხა ამ საკითხის გარშემო, შეხედოს ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ქვეყნის საერთაშორისო კურსს და ამ საკითხში არანაირი გადახვევა არ არსებობს. გაიგოს ყველამ, რომ საქართველოს უსაფრთხოება გადის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები