გიორგი კვირიკაშვილი: ვიღაცებს ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევათ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა, რომლის თანახმად, თითქოს პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ გააჩნია.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი აზრით, ვიღაცებს ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევათ.
„ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები ამოწურული უნდა იყოს. ასევე აბსოლუტურად უაზროა ბრალდებები გადაწყვეტლების მიღების უნართან დაკავშირებით. ამაზეც მინდა ვთქვა, რომ ვიღაცებს ეტყობა, ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევათ. საქართველოს მთავრობას არც ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება არ შეუყოვნებია და ამის ცხადი მაგალითი არის დღევანდელი დღე. საქართველო ვითარდება ევროპული ინტეგრაციის გზით და საქართველო ვითარდება ევროალტანტიკური ინტეგრაციის გზით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები