გიორგი კვირიკაშვილი: სამთავრობო ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება

სამთავრობო ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება, თუმცა ჩვენ შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში და, რა თქმა უნდა, ცვლილებები გამორიცხული არ არის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტში ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრს სრული ლეგიტიმური უფლება აქვს, კაბინეტის ამა თუ იმ წევრს მიუთითოს ამა თუ იმ განცხადების თაობაზე.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ატეხილია აბსოლუტურად უაზრო ალიაქოთი. ეს უადგილო განცხადებები აზრს მოკლებულია. მე არ გამიკვირდებოდა ასეთი განცხადებები პოლიტიკური ლიდერებისგან, ჩვენი ოპონენტი პარტიების წევრებისგან, მაგრამ მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან ეს განცხადებები მიუღებელია. პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად აკონტროლებს სიტუაციას“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები