ლუკა კურტანიძე: ცილისწამება დასჯადი უნდა გახდეს

როდესაც არის ცილისწამება, ვრწმუნდები, რომ ცილისწამება დასჯადი უნდა გახდეს, – ამის შესახებ კურტანიძემ დღევანდელ სესიაზე უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით გააკრიტიკა.
კურტანიძე ფიქრობს, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოთქმული კრიტიკა უსაფუძვლოა.
”იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა, ჩვენმა შვილებმა და სრულიად საქართველომ სასიკეთო რამ მიიღოს ამ მშენებლობით, მას ეწინააღმდეგებით. როდესაც არის ცილისწამება, ვრწმუნდები, რომ ცილისწამება დასჯადი უნდა გახდეს. ბევრი თემა შესაძლოა, საკამათოა, მაგრამ როდესაც ადამიანი, ერის კაცი ქვეყნისთვის იხარჯება, ეს თემა მაინც არ უნდა გავხადოთ საკრიტიკო და ერთი მეორის დამაპირისპირებელი განცხადებები არ უნდა ვაკეთოთ. ბევრი ადამიანია, მწვანე პარაზიტები და სხვადასხვა გაერთიანებები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან”, – განაცხადა კურტანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები