„პატარებზე ზრუნვა მხოლოდ ქველმოქმედებით არ გამოიხატება“

არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ-უნივერსალი“ ერთი წელიც არაა მოღვაწეობს. თუმცა ამ მოკლე დროში მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება და შედეგიანი სამომავლო გეგმების დასახვა უკვე შეძლო. „კვირა“ „არტ-უნივერსალის“ დამფუძნებელს ხატია ჯანაშიას ესაუბრა.

– არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ-უნივერსალი“ 2015 წლის 13 ნოემბერს დავაარსეთ, მანამდე კი წარმოვადგენდით საინიციატივო ჯგუფს – „ვიზრუნოთ პატარებზე“, რომელიც ერთი წლით ადრე, 2014 წლის 30 სექტემბერს შევქმენით. თავდაპირველად საქველმოქმედო ღონისძიება მოვუწყვეთ პატარებს, თუმცა, მოგეხსენებათ, მათზე ზრუნვა მხოლოდ ქველმოქმედებით არ გამოიხატება! 2015 წლის 26 მარტს ზუგდიდში მოვიწვიეთ და ვუმასპინძლეთ უდიდეს ქართველ კლასიკოს მწერალს, ბატონ გურამ დოჩანაშვილს. მწერალი მისი შემოქმედების მოყვარულ მოზარდებსა და მომავალ მკითხველებსაც შეხვდა ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის გიმნაზია „ჯი-ჯი“-ში, სადაც ბატონ გურამსა და ნორჩ მკითხველებს
შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა,
ბევრი კითხვაც დაისვა და მოსწავლეებმა მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე უამრავი რამ მოისმინეს.
– წიგნი-ალბომი „მიჩინიო“…
– საინიციატივო ჯგუფმა გურამ დოჩანაშვილის 76 წლის იუბილეს მივუძღვენით წიგნი-ალბომი „მიჩინიო“, სადაც მწერლის პერსონაჟების გრაფიკული ილუსტრაციები მოვაქციეთ. ალბომში, ასევე, შევიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მილოცვა. მალევე თბილისში, სამების ახალგაზრდულ ცენტრში საინიციატივო ჯგუფმა „მიჩინიო“ ფართო საზოგადოებას წარუდგინა. ბატონმა გურამმა ამჯერადაც გაგვახარა და თავადაც გვეწვია.
– ღონისძიებებით დატვირთული 2015-2016 წლები…
– 2015 წლი 21 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ-უნივერსალის“ სახელით მოვიწვიეთ ზუგდიდში დიდი მაესტრო – რეჟისორი ბატონი თემურ ჩხეიძე.
მოგეხსენებათ, ბატონმა თემურმა პროფესიული კარიერა სწორედ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრით დაიწყო, ჩვენ კი მისი სარეჟისორო მოღვაწეობის 50 წლის იუბილე ზუსტად იმ ქალაქში და იმ სცენაზე აღვნიშნეთ, რომლის ფოიეში წლების განმავლობაში ეკიდა იმჟამინდელი აფიშები.
იმ საღამოს ზუგდიდის სცენაზე სამი საუკეთესო და უსაყვარლესი ქართველი მსახიობი იდგა – თბილისიდან ბატონ თემურთან ერთად საგანგებოდ მოწვეული ზურაბ ყიფშიძე,
მიშა გომიაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი. მათ კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული სპექტაკლი – „არტ-ხელოვნება“ ითამაშეს.
2016 წელი კვლავ უდიდესი ქართველი კლასიკოსი მწერლით, გურამ დოჩანაშვილის ვიზიტით დავიწყეთ, ამჯერად ბატონი გურამის ახალი თხზულების „ბრმადყოფილზე, და…“ წარვუდგინეთ ზუგდიდის საზოგადოებას.
– რა არის ორგანიზაციის მიზანი ?
– ჩვენი ორგანიზაცია მრავალ საინტერესო და შემეცნებით ღონისძიებას გეგმავს. ორგანიზაციის მიზანია საქართველოს ამ ძირძველ კუთხეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერის სტატუსი დაუბრუნოს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ დროებით მიძინებულ კულტურულ-შემოქმედებით პოტენციალს აუცილებლად გამოვაცოცხლებთ.
რეგიონებში, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ხერხდება შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. საჭირო და აუცილებელიცაა, ხშირად ჩატარდეს გემოვნებიანი კონცერტები, ფესტივალები, შეხვედრები მწერლებთან, პოეტებთან და საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლებთან.
სწორედ ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ-უნივერსალი“ 28 მაისს ქალაქ ზუგდიდში მწერლის, დრამატურგისა და პუბლიცისტის, თამაზ ჭილაძის 85 წლის იუბილის აღნიშვნას გეგმავს. იუბილესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი კლასიკოსი მწერლის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს – „ნადირობის სეზონს“ წარუდგენს მაყურებელს (დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა, კომპოზიტორი გიაყანჩელი). ქალაქს სპეციალური მოწვევით ესტუმრებიან მწერალი, დრამატურგი და პუბლიცისტი თამაზ ჭილაძე, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა და კომპოზიტორი გია ყანჩელი.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გრანდიოზული ღონისძიება ისტორიული მოვლენა გახდება სამეგრელოსთვის, რადგანაც სამი სხვადასხვა სფეროს გენიოსებს უმასპინძლებს ქალაქი. ასევე გამოიცემა მწერალ ოთარ ჭილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“. ალბომში შევა მისი პერსონაჟების გრაფიკული ილუსტრაციები, ლექსები და მოგონებები ოთარ ჭილაძეზე.

13219558_1295969320431673_1652204024_n

13153272_1295969327098339_36033219_n

13162379_1295969313765007_1602536227_n

13162406_1295969343765004_447470153_n

13162548_1295969317098340_191629444_n

13180923_1295969347098337_1850536439_n

13181054_1295969330431672_1041432601_n

13183242_1295969340431671_1796605216_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები