თინა ხიდაშელი: საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი

საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, აუცილებლად გახდება დემოკრატიული ქვეყნების ოჯახის წევრი. ზუსტად ისე, როგორც ლიტვა და ლატვია, ისე, როგორც ალბანეთი და მონტენეგრო და ზუსტად ისე, როგორც ორად გაყოფილი გერმანია თავის დროზე. ერთიანი, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო თავისი შეიარაღებული ძალებით.
ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ დაწყებამდე განაცხადა.
მინისტრის თქმით, სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება სერტიფიცირებული ნატოს რეაგირების ძალების შენაერთი, პირველი ოფიციალური ნატოს ქართული შენაერთი ნატოს სამკლაურებით
. „საქართველო 21-ე საუკუნის დემოკრატიული ქვეყანაა. საქართველო სწორედ 21-ე საუკუნის ღირსი და შესაფერისი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ძალიან მძლავრი და მყარი ნაბიჯებით მიაბიჯებს ევროატლანტიკური სივრცისკენ. არ არსებობს ძალა, რომელიც ამ გზიდან გადაგვახვევინებს, ამ მოძრაობას შეაფერხებს, ამ ახალგაზრდებს დაუპირისპირდება, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავთ ავღანეთში, მალიში, ცენტრალურ აფრიკაში, Invictus-ზე მყოფ ქართველ სამხედროებს და მთელს მსოფლიოში მყოფ ქართველ სამხედროებს, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს ამ ძალიან რთულ, მაგრამ საპატიო გზაზე, რომელზეც ყველანი ერთად ვდგავართ. ვემსახუროთ საქართველოს“ , – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
ვაზიანში სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016” სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებმა ცერემონიალის დაწყებისას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამხედრო მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები