გრიბოედოვის თეატრის გასტროლები მოსკოვში

12 მაისს, 19.00 საათზე, მოსკოვის თეატრალურ ცენტრში „სტრასტნოიზე“ გაიმართება თბილისის ალ. გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის გასტროლები სპექტაკლით „ალუბლის ბაღი“.
ა.ჩეხოვის უკანასკნელი და ყველაზე ცნობილი პიესის სცენური ვერსია რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დადგა. რანევსკაიას როლს ასრულებს საქართველოს სახალხო არტისტი, კ.მარჯანიშვილის, მ.თუმანიშვილის და ა.ანჯაფარიძის პრემიების ლაურეატი გურანდა გაბუნია.
სპექტაკლის პროდიუსერია ნიკოლოზ სვენტიცკი, მხატვარი – მირიან შველიძე, კოსტიუმების მხატვარი – თეო კუხიანიძე.
მონაწილეობენ: გურანდა გაბუნია, ირინა მეღვინეთუხუცესი, ოლეგ მჭედლიშვილი, არჩილ ბარათაშვილი, ივანე ქურასბედიანი, მიხეილ არჯევანიძე. გასტროლები ხორციელდება რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მოწვევით. სპექტაკლი დაიდგა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით 2015 წელს. პროექტის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლი კავშირი „რუსული კლუბი“. 2015 წლის აპრილში უკრაინაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ტავრიის მელპომენა“ გურანდა გაბუნიამ რანევსკაიას როლისთვის მიიღო დიპლომი ნომინაციაში „თეატრისადმი ერთგული მსახურებისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები