ლევან ბერძენიშვილი: პრეზიდენტმა თავიდანვე დაუშვა შეცდომა და საკუთარი შეცდომის მძევალი აღმოჩნდა

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა წინაასაარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო.
“სამწუხაროდ, წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. თუმცა, არა მგონია, ეს გონივრული იყოს. პრეზიდენტმა თავიდანვე დაუშვა შეცდომა და აღმოჩნდა საკუთარი შეცდომის მძევალი, თუმცა პრემიერ-მინისტრმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება”, – განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება. უცვლელია არჩევნების ჩატარების თარიღი. ის 8 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანიის თარიღის გამოცხადებამდე, კონსულტაციები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილსა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები