გიგლა ბარამიძე: ეს სხვა არაფერია, თუ არა პარტიული გულყრები, ელეთ-მელეთი და საზაფხულო ცქმუტვები

ეს სხვა არაფერია, თუ არა პარტიული გულყრები, ელეთ-მელეთი, და საზაფხულო ცქმუტვები, რომელიც დაკავშირებულია მოახლოებულ არჩევნებთან. ეს დაფუძნებულია პიროვნულ და ადამიანურ შეუთავსებლობასთან და ზიზღთან, – ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე, „რესპუბლიკური პარტიის” მმართველ გუნდთან დაპირისპირებას და იმ მოთხოვნას, რომელიც გოგი თოფაძისა და თამაზ მეჭიაურის პარტიიდან გარიცხვას ეხებოდა.
როგორც ბარამიძემ დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას აღნიშნა, გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების პროტესტი წინასაარჩევნო პერიოდსაც უკავშირდება.
„საუბარია იმაზე, რომ გუნდში დაპირისპირებაა, მაგრამ, მოდით, ჯერ ვიკითხოთ, როდის იყო „ქართული ოცნება“ გუნდი და მეორეც, ახლა რომ გაახსენდათ დაპირისპირება და ფუნდამეტური განსხვავება, კი, მაგრამ ბოლო ოთხი თვის ან ერთი წლის მანძილზე გახდა ეს განსხვავება ფუნდამენტური? თანამდებობებს რომ ურიგებდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამ თვისობრივად სხვადასხვა ცნობიერების ადამიანებს, მაშინ ეს განსხვავებები არ აწუხებდათ?- ეს არის სრული ტყუილი, რომელიც ამოფარებულია გარკვეულ სტერეოტიპებსა და კლიშეებს, რომ თითქოს მსოფლმხედველური განსხვავება არსებობს“,-განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები