„ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება

The logo of the Eurovison Song Contest 2106 is seen during the draw for the semi-finals of Eurovision Song Contest at Stockholm City Hall, Sweden, January 25, 2016. REUTERS/Henrik Montgomer/TT News Agency ATTENTION EDITORS - THIS IMAGE WAS PROVIDED BY A THIRD PARTY. FOR EDITORIAL USE ONLY. NOT FOR SALE FOR MARKETING OR ADVERTISING CAMPAIGNS. THIS PICTURE IS DISTRIBUTED EXACTLY AS RECEIVED BY REUTERS, AS A SERVICE TO CLIENTS. SWEDEN OUT. NO COMMERCIAL OR EDITORIAL SALES IN SWEDEN. NO COMMERCIAL SALES. - RTX23X7H

„ევროვიზიის“ სიმღერის 61-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტური 10 მაისს გაიმართება. შოუს ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ეთერში 23:00 საათიდან განხორციელდება.
პირველი ნახევარფინალის 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი, მაყურებლისა და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ხმის მიცემის შედეგად, გადავა.
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებია: ფინეთი, საბერძნეთი, მოლდავეთი, უნგრეთი, ხორვატია, ნიდერლანდები, სომხეთი, სან-მარინო, რუსეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კვიპროსი, ავსტრია, ესტონეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო, ისლანდია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მალტა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (შვედეთი) და “დიდი ხუთეულის” – გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები.
დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად გამოვლინდება. ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.
კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს. 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz ევროვიზიის კონკურსის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 12 მაისს, მე-16 ნომრად წარდგებიან.
შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს. 10, 12 და 14 მაისს, 23:00 საათზე, „ევროვიზია 2016“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები