THE PRODIGY – უპრეცედენტო შეთავაზება GEM Fest-ის და „ჯაზ-ფესტივალისგან“

უპრეცედენტო საჩუქარი GEM Fest-ისგან The Prodigy-ს თაყვანისმცემლებს. „ბლექ სი ჯაზ-ფესტივალისა” და Gem fest-ის ორგანიზატორების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ის, ვინც TKT.GE-ზე GEM Fest-ის მულტიპასს შეიძენს, The Prodigy-ს კონცერტის ბილეთს საჩუქრად მიიღებს.
ბრიტანული ჯგუფი The Prodigy 1990 წელს შეიქმნა და Big Beat მიმდინარეობის პიონერად იქცა. კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და ყველა, პრესტიჟული დაჯილდოების ნომინანტი გახდა, მათ შორის Grammy Awards, Brit Awards, MTV Europe Music Awards და სხვა.
დღეს The Prodigy მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლაივპროექტია,რომელიც მხოლოდ მასშტაბურ ფესტივალებზე უკრავს და 21 ივლისს, Gem-fest მისი მოსმენის შესაძლებლობას გჩუქნით. The Prodigy-ს ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება. Gem-fest 2016 ანაკლიაში 10-14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და 5 დღის განმავლობაში, 5 სცენაზე მსოფლიოს წამყვანი არტისტები 24 საათის განმავლობაში დაუკრავენ.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები