ნინო ბაშარულის მუსიკალური პროექტის – „ეთნოგენის“ პრეზენტაცია გაიმართება

”სამეფო უბნის თეატრში” დღეს, ნინო ბაშარულის მუსიკალური პროექტის „ეთნოგენი“ პრეზენტაცია გაიმართება. მომღერალი, პიანისტ დინი ვირსალაძესთან და სხვა ინსტრუმენტალისტებთან ერთად, საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყნის ეთნომუსიკასა და საავტორო ნამუშევრებს გააცნობს.
კონცერტი მთლიანად ცოცხალი შესრულებით ჩატარდება და საქველმოქმედო ხასიათისაა. პროექტი ხორციელდება ააიპ რეგიონების განვითარების ფონდის მიერ, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. თეატრის ფოიეში ასევე გაიმართება ბრენდული სახელოსნოების მიერ შემოწირული ხელნაკეთების გამოფენა-გაყიდვა და შეგროვილი თანხა, ისევე როგორც ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა, გადაირიცხება ბერი ანდრიას სახელობის ფონდში, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები