თვითმფრინავი, რომელიც მზის ენერგიაზეა, დედამიწის გარშემო მოგზაურობას ასრულებს

მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი Solar Impulse 2 კალიფორნიიდან არიზონაში გაფრინდა. ეს დედამიწის გარშემო მოგზაურობის დასკვნითი ნაწილია. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება. ბოლო გაფრენამდე Solar Impulse 2 რვა თვეზე მეტ ხანს ჰავაის კუნძულებზე რემონტს გადიოდა ბატარეების პრობლემის გამო, რომლებიც  იაპონიაში გადაფრენის დროს დაუზიანდა. 16–საათიანი ფრენის შემდეგ თვითმფრინავი ქალაქ ფენიქსში დაჯდება.
შეგახსენებთ, რომ Solar Impulse 2-ის მოგზაურობა 2015 წლის 9 მარტს დაიწყო. თვითმფრინავმა უკვე გადაუფრინა ომანს, ინდოეთს, მიანმარს, ჩინეთსა და იაპონიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები