საქართველომ თურქეთს საზღვარზე მდებარე 15 აკრი მიწის ნაკვეთი გადასცა

TURK VE GURCISTAN HEYETLERININ YAPTIGI GORUSMELERIN VE YERINDE INCELEMELERIN ARDINDAN CAKSU DERESINDE YATAK DEGISIKLIGI SONUCU G√úRCISTAN TARAFINDA KALAN 15 DONUMLUK DERE YATAGI, TURKIYE'YE VERILECEK. (FOTO: DHA- ALPER TURGUT- POSOF/ ARDAHAN)

საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 15 აკრი ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცა. ის წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის დავის საგანი იყო. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი წერს.
თურქული მედია აღნიშნავს, რომ თურქეთმა ამ ტერიტორიაზე კონტროლი მაშინ დაკარგა, როცა მდინარე ჩაკსუმ კალაპოტი შეიცვალა და სასაზღვრო მიწის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
გამოცემის ინფორმაციით, გასულ კვირას თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე თურგოზუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
“კვირა” ინფორმაციის გადასამოწმებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას მალე გაავრცელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები