ბოტანიკური ბაღის დირექტორი: ნუ შეუწყობთ ხელს ბოტანიკური ბაღის პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენებას

ბოტანიკური ბაღის იმ ნაწილზე, რომელიც გაიცვალა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდებოდა, – ასე ეხმაურება თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე სოციალურ ქსელში ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირებისას არ იქნა გათვალისწინებული ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
დარჩიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისაგან.
”მინდა აღვნიშნო, რომ ბოტანიკური ბაღის საერთო ფართობი შეადგენს 97 ჰექტარს, აქედან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წელს მინიჭებული აქვს ტერიტორიის ნაწილს – 81 ჰა. ბოტანიკური ბაღის იმ აუთვისებელ ნაწილზე კი, რომელიც საზღვრის კორექტირების შედეგად გაიცვალა, არ ვრცელდებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. გთხოვთ, თავი შეიკავოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისაგან, ნუ შეუწყობთ ხელს ბოტანიკური ბაღის პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენებას”, – აცხადებს დარჩიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები