მარტინ შულცი: მე ვერ და არ ჩავერევი სასამართლოს საქმეში

ევროპარლამენტის თავმჯდომარე ქართველი პოლიტიკოსი არ არის, მე ვერ და არ ჩავერევი სასამართლოს საქმეში, – ასეთი კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, მარტინ შულცმა ტელეკომაპანია „რუსთავი 2“-ს შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, მედიის თავისუფლება დემოკრატიის სიძლიერის პარამეტრია.
„ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს. მედიის თავისუფლების საკითხს განვიხილავთ ევროკავშირის სხვა პარტნიორებთანაც, ევროკავშირის წევრებს შორისაც კი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ იმის გასაანალიზებლად, რამდენად ეფექტიანია დემოკრატიული სისტემა, უნდა შეხედო ჟურნალისტებისა და მედიის დამოუკიდებლობას. ეს ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეეებთან მნიშვნელოვან როლს ასრულებს“,-აღნიშნა შულცმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები