რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკს 20 ახალი მანქანა შეემატა

რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკს 20 ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა შეემატა.
რაიონული სამსახურებისთვის მანქანების გადაცემამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში განთავსებული ავტომანქანები დაათვალიერა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანები საქართველოს ყველა რეგიონში დღეიდან განაწილდება. საუბარია 20 ახალი მაღალი განვლადობის სპეცმანქანაზე, რომელიც 20 რაიონულ სამსახურს გადაეცემა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან ჯამში გამოიყო 1 700 000 ლარი.
„დღეს უკვე დასრულდა პროცესი, რაიონულ სამსახურებს გადაეცემა 20 სპეციალურად აღჭურვილი მანქანა. ხაზგასასმელია, რომ ამ მანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან ჯამში გამოიყო 1 700 000 ლარი. ეს მოხდა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხებიდან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
უწყების ცნობით, რეგიონული სამედიცინო დახმარების ავტოპარკი, 100 მაღალი და 80 საშუალო განვლადობის ავტომობილით 2014 წელს განახლდა. 20 ახალი სპეცმანქანის დამატების შედეგად ცენტრის ავტორაკი ჯამში 20 ავტომობილით განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები