Android-სმარტფონები ახალი ვირუსის თავდასხმის ობიექტი გახდა

Android-სმარტფონები ახალი ვირუსების თავდასხმის ობიექტი გახდა. ამერიკული კომპანია The Blue Coat Labs-ის ინფორმაციით, ძველი ოპერაციული სისტემის (4.0.3-დან 4.4.4-მდე) მქონე ტელეფონებს ვირუსი გაუჩნდა, რომელიც მოწყობილობის ეკრანს ბლოკავს და ბლოკის მოსახსნელად მის პატრონს ფულს სთხოვს.
კომპანია The Blue Coat Labs-ის თანამშრომლის, ენდრიუ ბრანდტის ინფორმაციით, ვირუსი Cyber.Police მომხმარებელს Apple iTunes-ის ორი სასაჩუქრე ბარათის შეძენას სთხოვს, რომელთაგან თითოეულის ფასი 100 დოლარს შეადგენს. გადახდის ასეთ მეთოდს ჰაკერები იმისთვის არჩევენ, რომ საკუთარი საბანკო ანგარიშების აფიშირება არ მოახდინონ. ბრანდტის თქმით, მობილური მოწყობილობის ვირუსისგან თავის დაღწევა საკმაოდ მარტივია. საჭიროა მხოლოდ ქარხნულ აწყობაზე სმარტფონის განახლება. მანამდე კი „დაავადებული“ სმარტფონიდან მონაცემების გადაწერა კომპიუტერზეა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები