კომპანია Tesla უპილოტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნაზე მუშაობს
კომპანია Tesla Motors-ი ინოვაციური უპილოტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნაზე მუშაობს. კომპანიის გენერალური დირექტორი, მილიარდერი ელონ მასკი აცხადებს, რომ ეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი იქნება. მისი თქმით, ეს არ იქნება ავტობუსი, არამედ ტრანსპორტი, რომელსაც ავტოპილოტი მართავს და რომელიც მეგაპოლისებში გადატვირთული მოძრაობის განტვირთვის საშუალებას იძლევა. უპილოტო ტრანსპორტის შექმნაზე სხვა კომპანიების მუშაობენ, მაგრამ ამ ტიპის ავტომობილების სერიულ წარმოებაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიდის.