გიორგი კვირიკაშვილი: არავინ უნდა აიძულონ, რომ გაჩუმდეს და მსგავსი რამ არც ხდება საქართველოში

„როგორც საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლებმა, ასევე ჩვენ დღის წესრიგი და პრიორიტეტები დავსახეთ, გავანაწილეთ რესურსი და ვიღებთ პასუხისმგებლობას, ვმართავთ და ვხელმძღვანელობთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მარტინ ლუთერ კინგის სიტყვები მოიშველია.
„ჩვენი სიცოცხლე მთავრდება იმ წუთას, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან საკითხებზე ვჩუმდებით“ – განაცხადა მარტინ ლუთერ კინგმა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს წრე გავარღვიოთ. საქართველოს უნდა სჯეროდეს მართლმსაჯულების და სამართლიანობის, ეს გახლავთ ჩვენი შეხედულების, ჩვენი დემოკრატიის არსი. არავინ უნდა აიძულონ, რომ გაჩუმდეს და მსგავსი რამ არც ხდება საქართველოში”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა იმ მიღწევებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველომ სიტყვის თავისუფლების მიმართულებით მიაღწია.
„2015 წელს ჟურნალისტებმა საზღვრებს გარეშე, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ლიდერად დაასახელა, „ფრიდომ ჰაუსი“ კვლავ დადებით შეფასებებს აკეთებს მედიის მუშობის მხრივ, გასული ოთხი წლის განვმალობაში მედიის მუშაობის კუთხით გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სამაუწყებლო რეჟიმი. 2012 წლიდან კიდევ უფრო წინ წავწიეთ პროცესები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც მათ შორის, არასამთავრობოების და სხვა მხარეების ჩართულობითაც აწარმოებს პროცესებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები