„წარმატებას ვუსურვებ ჩვენს კარგ კოლეგა პრემიერ-მინისტრსა და ევროსაბჭოს წევრ საქართველოს“

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს კარგ კოლეგა პრემიერ-მინისტრსა და ევროსაბჭოს წევრ საქართველოს, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის პრეზიდენტმა, პედრო აგრამუნტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევხვდი. ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს დაახლოებით ერთ საათში სიტყვით მიმართავს. მე წარმატებას ვუსურვებ ჩვენს კარგ კოლეგა პრემიერ-მინისტრსა და ევროსაბჭოს წევრ საქართველოს. რამე განსაკუთრებული პრობლემები არ არსებობს”, – აღნიშნა პედრო აგრამუნტმა.
პრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რეფორმებზე ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები