სირსკი: უკრაინელი სამხედროები კურსკში დარჩებიან, სანამ ეს საჭირო იქნება

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის კურსკის ოლქში თავიანთ პოზიციებზე დარჩებიან, სანამ ეს გონივრული და საჭირო იქნება,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გაზრდილი წნეხის მიუხედავად, კურსკის ოლქში ხაზს ინარჩუნებენ და თუკი უკრაინელი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ისინი უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადაინაცვლებენ.

“რუსი და ჩრდილოკორეელი სამხედროების მხრიდან გაზრდილი წნეხის მიუხედავად, ჩვენ კურსკის ოლქში ხაზს ვინარჩუნებთ, სანამ ეს გონივრული და საჭირო იქნება. ყველაზე რთულ სიტუაციებში ჩემი პრიორიტეტი იყო და იქნება უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენა. ამის გამო, თავდაცვის ძალების დანაყოფები, თუ საჭირო იქნება, მანევრირებებით უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადაინაცვლებენ. ძირითად საშუალებად დრონებსა და საარტილერიო ცეცხლს იყენებენ”, – თქვა სირსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები