გურამ მაჭარაშვილი: თუ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჩამოსცილდება პოლიტიკას, არ მიიღებს მონაწილეობას არც არჩევნებში და არც პოლიტიკაში, ეს ძალიან კარგი იქნება
“თუ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჩამოსცილდება პოლიტიკას, არ მიიღებს მონაწილეობას არც არჩევნებში და არც პოლიტიკაში, ეს ძალიან კარგი იქნება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ თუ არ დასრულდა, ოპოზიციური ველი ვერ გაიწმინდება.
„მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ პრინციპი „რაც ნაკლები – უკეთესი“ არ გამქრალა, არ გამქრალა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დასრულდეს ქვეყანაში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ თუ არ დასრულდა, ოპოზიციური ველი ვერ გაიწმინდება და ჯანსაღი ძალები ქართულ პოლიტიკაში ვერ მოვლენ. ასე რომ, ამ სამივე დაპირებაში თუ შეგვიწყობს ხელს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ჩამოსცილდება პოლიტიკას, არ მიიღებს მონაწილეობას არც არჩევნებში და არც პოლიტიკაში, ეს ძალიან კარგი იქნება. ჯანსაღი პოლიტიკური ძალები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.