გურამ მაჭარაშვილი: მტკიცებულებები არსებობს, სადაც “მზეთუნახავი” სააკაშვილი მასაჟისტებთან ერთად დადიოდა ძვირადღირებულ სასტუმროებში

“ფაქტი რჩება ფაქტად, რომ მტკიცებულებები არსებობს, სადაც “მზეთუნახავი” სააკაშვილი მასაჟისტებთან ერთად დადიოდა ძვირადღირებულ სასტუმროებში – ეს ხომ ფაქტია,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, სააკაშვილი ასი ათასობით ლარს ხარჯავდა თავისი შვილის განათლებაში.

„მაშინ თქვან, რომ ეს არ იყო ფაქტი, ან არ იყო ფაქტი ის, რომ ასი ათასობით ლარს ხარჯავდა თავისი შვილის სწავლის დაფინანსებაში, თავისი ახლობლების ვოიაჟებში… პრეზიდენტს არაფერი აქვს გამოყოფილი თავისი კომფორტისთვის, გარდა თავისი პირადი ხელფასისა – ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ერთადერთი, არსებობს წარმომადგენლობითი ხარჯები, – რაზეც ახლა საუბრობენ, ტრამპს სადილი გაუმართაო, – ტრამპის სადილის ხარჯები არაა შეყვანილი ბრალდებაში.

სად წერია მტკიცებულებაში, რომ ტრამპს რომ სადილი გაუმართა, ეს იყო უკანონო? მაგრამ ბოკუჩავას რომ საათი აჩუქა და თავის ოჯახის წევრებს რომ ვოიაჟებს უფინანსებდა, ასიათასობით და მილიონობით, რა თქმა უნდა, ის შევიდოდა ბრალში, რადგან ბიუჯეტის ხარჯზე ასეთი თანხების დახარჯვის უფლება პრეზიდენტს არ აქვს. ერთადერთი, მას შეეძლო თავისი ხელფასი დაეხარჯა და, ვიმეორებ, მას წარმომადგენლობით ხარჯებს არავინ ედავება – ვიღაცას სადილი გაუმართა თუ სადღაც ჩავიდა ვიზიტის დროს,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის, საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები