რუსეთი, დიდი ალბათობით, დათანხმდება უკრაინასთან 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ მანამდე ის შეეცდება ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე ხელსაყრელ პირობებს მიაღწიოს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, უკრაინელებთან გუშინდელ მოლაპარაკებებამდე ამერიკელებს არ განუხილავთ რუსებთან ზავის იდეა და კრემლი თავისთვის მიუღებლად მიიჩნევს გამოცხადებულ ჩარჩოს.
„ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მიღწეული შეთანხმება დილემას უქმნის პუტინს, რომელიც აქამდე ახერხებდა თავიდან აეცილებინა ის ზეწოლა, რომელსაც კიევი ექვემდებარებოდა თეთრი სახლის მხრიდან. თუმცა, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ შეიცავს არცერთ მოთხოვნას, რომელიც რუსეთმა ადრე განაცხადა, რომ აუცილებელი იყო საომარი მოქმედებების დასასრულებლად“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც Bloomberg-ის კრემლთან დაახლოებული წყარო მიიჩნევს, კრემლი ცეცხლის შეწყვეტის პირობად უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვს.