“აუცილებელია, რომ არსებობდეს პრევენციული მექანიზმები და განსაკუთრებული ბრძოლა იყოს გამოცხადებული ნარკოტიკების გამსაღებლებთან და ნარკოტიკების გამყიდველებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
მისი განმარტებით, განსაკუთრებით იზრდება პატიმრობის ვადები.
“ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობები, 12-დან 20 წლამდე, ან უვადო პასუხისმგებლობას გამოიწვევს, ხოლო თუ არის დიდი ოდენობის 24-დან 20 წლამდე, ან უვადო პასუხისმგებლობას გამოიწვევს. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკების გაყიდვის შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა იქნება.
ამავდროულად, ზუსტდება შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკების გამყიდველების, ან ნარკოტიკების რეალიზაციაში ხელშემწყობი ადამიანების ქონების ჩამორთმევა იქნება კიდევ უფრო ახლებური მექანიზმით შემოთავაზებული.
რაც შეიძლება მექანიზმებს, შედარებით უფრო ჰუმანური დამოკიდებულებაა. რაც შეეხება მარიხუანას, როგორც აქამდე იყო აკრძალული ღია სივრცეში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოხმარება, ანალოგიურად, ახლაც იგივეა, არაფერი არ იცვლება, ჯარიმის ოდენობები არ იცვლება.
პირდაპირ იქნება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, პედაგოგიური საქმიანობა იქნება აკრძალული მომხმარებელს 5 წლის განმავლობაში. ავტომობილის მართვის ნაწილშიც ექნება შეზღუდვა – სამი წლის განმავლობაში. ამ საკითხებზე კვლავ მიმდინარეობს მსჯელობა”, – განაცხადა გორდულაძემ.