ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ეწვია
ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის (Fidesz) ცენტრალურ ოფისს ეწვია. ინფორმაციას “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (Fidelitas) პრეზიდენტ იშტვან მოჰაჩისთან გაიმართა.
“შეხვედრას ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი დორა ჰიდაში და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე ზოლტან ლუკაჩი დაესწრნენ.
მხარეებმა ქართული ოცნებისა და ფიდესის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტები განიხილეს.
გიორგი ჩაკვეტაძემ ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია”,- წერია ინფორმაციაში.