ედუარდ შევარდნაძის მთავრობის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ადმინისტრაციის დარგში თემურ მღებრიშვილი გარდაიცვალა
ედუარდ შევარდნაძის მთავრობის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ადმინისტრაციის დარგში თემურ მღებრიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“წავიდა ლეგენდა, დიდი ადამიანი, კეთილი გულით, პროფესიონალი პოლიციელი, მეტკინა ძალიან, ჩემი უფროსი მეგობარი, დაბადების დღე მქონდა, ვიწრო წრეში გადავიხადე რესტორან ,,იმერეთში, მიმტანი მოდის ჩუმად მეუბნება ,,გარეთ მთელი სპეცრაზმი, ქსოვრელები და მღებრიშვილია, მგონი შენთან არიანო, მოულოდნელად გააღო კარი და დღეს ნინიჩკას დაბადების დღეაო დოლით და ყვავილებით შემოვიდა, ასეთი სიურპრიზების კაცი იყო, 21 მარტს ყოველ წელს მირეკავდა, ჟურნალისტიკის დედას ვულოცავ მის დღესო შემომძახებდა, მიყვარდა ძალიან, რამდენი რამე მინდა ვთქვა შენზე, რამდენი კარგი მოგონება მაქვს და დავმუნჯდი:(((“,- წერს ნინო ჯღარკავა.