მასკმა ამერიკელ სენატორს უკრაინაში ვიზიტის გამო “მოღალატე” უწოდა, სენატორმა კი ის “არასერიოზულ ბიჭად” შეაფასა
მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა ამერიკელ სენატორ მარკ კელის უკრაინაში ვიზიტის გამო მოღალატე უწოდა, პოლიტიკოსმა მასკს უპასუხა და თქვა, რომ მილიარდერი ტრამპის მრჩეველი “არასერიოზული ბიჭია”.
მარკ კელი, სენატორი და აშშ-ს საზღვაო ფლოტის ყოფილი საბრძოლო პილოტი, ამ თვის დასაწყისში 2023 წლის შემდეგ მესამე ვიზიტით ჩავიდა კიევში, სადაც შეხვდა დაჭრილ სამხედროებს და უკრაინელ ოფიციალურ პირებს.
ქვეყანაში დაბრუნების, შემდეგ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან თქვა: რაც მე ვნახე ბრძოლის ველზე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ უკრაინელ ხალხზე და მოლაპარაკებებზე.
“შენ მოღალატე ხარ”, – დაწერა მასკმა X-ზე პოლიტიკოსის პოსტების საპასუხოდ.
„მოღალატე? ილონ, თუ არ გესმით, რომ თავისუფლების დაცვა არის ძირითადი პრინციპი იმისა, რაც ამერიკას დიდებულს ხდის და გვიცავს, იქნებ ეს იმას დაუთმოთ, ვინც ამას აკეთებს“, – უპასუხა კელიმ .
სენატორის მოგზაურობა უკრაინაში მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა სამხედრო დახმარება.
„ყველას უნდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერმა უნდა დაიცვას უკრაინის უსაფრთხოება და არ შეიძლება იყოს პუტინის მიმართ დათმობა“, – თქვა მან.