კანადაში დღეს „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს კანადაში შეხვედრას გამართავენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წამყვანი დასავლური დემოკრატიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ის მოკავშირეებსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შვიდკვირიანი დაძაბულობის შემდეგ უკრაინის მიმართ საგარეო პოლიტიკის შეწყვეტისა და ტარიფების დაწესების გამო იკრიბეიან.

ამასთან, ვაშინგტონის პარტნიორების დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება ჯედაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია კიევთან.

შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა ასევე დაესწრება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი.

შეგახსენებთ, შეხვედრა წელს პირველად იმართება მას შემდეგ, რაც კანადა თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები