ვინ უნდა ზომავდეს პოლიტიკოსის კვალიფიციურობას?

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ფართოდ დამკვიდრდა შეფასების ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: კვალიფიციურობა, პროფესიონალიზმი, ახალი პოლიტიკური სახეების წარმოჩენის მოთხოვნები. ამასთან, აღნიშნული კრიტერიუმებისა და სტანდარტების კონკრეტულ საზომს არავინ საზღვრავს. თუ არ ჩავთვლით ზოგად შეფასებებს (ან  „ნაცნობობის ფაქტორს“).

აღსანიშნავია, რომ მოცემული შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცალკეული პირის მიერ პოლიტიკური მდგომარეობით პრევალირება საზოგადოების ინტერესებზე.

კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი მოიცავს შრომით საქმიანობაში პროფესიულ დახელოვნებას, ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციათა ფლობის დონეს. ამასთან, ასეთ საკითხებზე საუბრისას ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს, რომ ქვეყანაში არსებულ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს ქმნის ეფექტიანი მმართველობა და საკადრო პოლიტიკა.

ხაზგასასმელია, რომ დღეს, ღიად აცხადებენ, რომ პოლიტიკაში უცნობი ადამიანების მოსვლას არ მიესალმებიან. გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საზოგადოება ითხოვს ახალ სახეებსა და ახალ პოლიტიკურ რესურსს. ხოლო კონკრეტული პოლიტიკოსები (მოქმედი) ვალდებულები არიან,  თავი გააცნონ საზოგადოებას:

  • გეგმებითა და სტარტეგიებით;
  • სამთავრობო პროგრამებით;
  • კვლევებზე დაფუძნებული კანონშემოქმედებითი საქმიანობით;
  • იცნობდეს დარგის წამყვან სპეციალისტებს, პროფესორებს, მეცნიერებსა და ანალიტიკოსებს;
  • სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვალდებულია ‘“მიესალმოს“ იმ ახალი პირების პოლიტიკაში გამოჩენას, რომელთაც ქვეყნის მშენებლობაში დიდი თუ მოკრძალებული წვლილი შეაქვს;
  • სახელმწიფო მშენებლობის მიზნით ქართული საზოგადოება ახალ სახეებს არ საზღვრავს აუცილებლად კონკრეტულ პოლიტიკურ აქტივისტებთან ნაცნობობით, პირიქით დღეს, საზოგადოება ითხოვს ისეთ „პოლიტიკურ სახეებს“, რომელსაც გააჩნია მდიდარი სამუშაო გამოცდილება და „ახალი პოლიტიკური ცხოვრება“ ;

მაშინ, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსი საუბრობს „სტანდარტებსა და პოლიტიკოსისათვის საჭირო მოთხოვნებზე“, ამასთან კარგი იქნება, აღინიშნოს ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • ქვეყანაში ვერ გატარდა ცალკეული რეფორმა;
  • ქვეყნის პრობლემების სრული სპექტრი ნათელი არააა. შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ვექტორის განსაზღვრა, პროგნოზი და პრობლემებზე ორიენტირება რთულია;
  • საუბრობენ „საზოგადოების კვალიფიციურობაზე“, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ იმ პოლიტიკურ სისტემაზე, რომელსაც აღნიშნული სივრცე უნდა შეექმნა;
  • პოლიტიკურ სტანდარტად მიიჩნევენ კრიზისებისა და საფრთხეების მართვას, ნაცვლად იმისა გვესაუბრონ  ანტიკრიზისულ სტრატეგიებზე, გლობალური საფრთხეების დაგვიანებულ პრევენციებზე, გლობალური კონფლიქტების პირობებში ეკონომიკური განვითარების პროგრამებზე, 2%-იანი ბარიერის საჭიროებებზე, რეფორმების საჭიროებებზე;

ჩვენი მიზანი ვინმეს კრიტიკა არაა, ჩვენი მიდგომა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ჯანსაღი და კოორდინირებული საზოგადოების, ევროპული ეკონომიკის მქონე ქვეყნისა და მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნას გულისხმობს, სადაც:

  • დაფასდება ცენზი, ხარისხი, ინსტიტუცია, განათლება და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
  • ახალგაზრდებს და ენერგიულ მეცნიერებს არ შეაფასებენ „სუბიექტური სტანდარტებით“;
  • სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა ფოკუსირებული იქნება „ხარისხზე, შედეგებზე, მმართველობით უნარზე“ (დაარა ზოგიერთი პოლიტიკოსის პირად ნაცნობობაზე);
  • კვალიფიკაცია არ გაიზომება დასაქმებით (დღეს თუ დასაქმებული ხარ კვალიფიციური ხარ. ამასთან უამრავი სპეციალისტი არაეფექტიანი მმართველობის გამო, ან უმუშევარია, ან მის პოტენციალს არავინ იყენებს);

ჯამში, ახალი პოლიტიკური სახეების სტანდარტები და მოთხოვნები შეიძლება იყოს: სახელმწიფო სტრატეგიული გადაწყვეტილების მექანიზმის შექმნა, დარგის განვითარების სტარტეგიის შემუშავება (მეცნიერულ დონეზე), სამთავრობო პროგრამებისა და რეფორმის გატარება, მეცნიერ-მკვლევარისა და ექსპერტ-ანალიტიკოსის უნარ-ჩვევების გამოვლენა და სხვა.

დასასრულს, ოპტისმისტურად ვართ განწყობილი, რომ ნებისმიერ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს უნდა ქვეყნის განვითარება და სახელმწიფოს მშენებლობაში წვლილის შეტანა. თუმცა, რამდენადაც გააჩნია ამის რესურსი (იგულისხმება კანონშემოქმედებითი და მმართველობითი უნარი, სტრატეგიული დაგეგმვის უნარი, პროგრამების შექმნისა და განხორციელების ძალა, რეფორმების გატარების ძალა) ამაზე მეტყველებს შედეგები, კერძოდ: ქვეყნის განვითარების ტემპი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, პოლიტიკური სისტემის მდგომარეობა, სახელმწიფო სისტემის მდგომარეობა, რეგიონში არსებული პოზიცია, ინსტიტუტიციების ავტორიტეტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „არსებული რესურსის“ მქონე პოლიტიკოსებზე მეტად, მძლავრი სახელმწიფოს მოთხოვნებს „აკმაყოფილებს“ ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებისა და ანალიტიკოსთა რესურსი.

 

რატი აბულაძე,
„ქართული პლატფორმის“,
ელექტრონული მთავრობის მიმართულების ხელმძღვანელი
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები